არმაზ ახვლედიანი - საქართველოს და უკრაინის თავისუფლების ბედი ახლა ვაშინგტონში, უკრაინისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე წყდება

საქართველოს და უკრაინის თავისუფლების ბედი ახლა ვაშინგტონში, უკრაინისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე წყდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ცხადია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიმტკიცე და ევროპელი ლიდერების ახლა უკვე მყარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თეთრ სახლს, ამ ერთიანი ფრონტით კისერი მოუგრიხოს დიქტატორს

"ბაიდენის ადმინისტრაციის ნახევარზომებმარუსეთთან მიმართებით, უკრაინისთვის გაწეულმა არასათანადო მხარხაჭერამ და ევროპის ორჭოფულმა პოზიციონირებამ გაადიდგულა იმპერიალისტური ზრახვებით შეპყრობილი პუტინი და ერთი ასად გაუზარდა მტაცებლური მადა.

ახლა ტრამპს სთხოვენ პასუხს იმ შეცდომების შედეგებზე და ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ტრამპის დამსახურებაა ევროატლანტიკური სივრცის გამოფხიზლება და პუტინის მორჯულების პროცესის დაწყება, რასაც ასე მცირე დროში ვერ ექნება საბოლოო, სასურველი შედეგი.

ცხადზე ცხადია, ზელენსკის სიმტკიცე და ევროპელი ლიდერების ახლა უკვე მყარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თეთრ სახლს, ამ ერთიანი ფრონტით კისერი მოუგრიხოს დიქტატორს, რომელსაც პერიოდულად ტაშის კვრითა თუ სხვა, გაპირველკაცებული ჩეკისტის თავმოყვარეობის ჭიის გამხარებელი ჟესტებით შეკმაზავს ხოლმე ამერიკის დიდების დამბრუნებელი პრეზიდენტი.

დაელოდეთ, უკრაინის გამარჯვება, ანუ სამყაროში ნორმალურობისა და სამართლიანობის შეძლებისდაგვარად დამკვიდრება, უახლოესი მომავლის საქმეა. პუტინის სისხლიანი რეჟიმის შესუსტებისა და დასრულების ერთ-ერთი წინმსწრები ნიშანი კი ის იქნება, რომ მის ფლანგზე მყოფი, ივანიშვილ-კობახიხის მსგავსი, სატელიტი კრიმინალურ-ავტორიტარული დაჯგუფებები გაზაფხულის თოვლივით დაიწყებენ დნობას.

საქართველოს და უკრაინის თავისუფლების ბედი ახლა ვაშინგტონში, უკრაინისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე წყდება. უკრაინას ღირსეული ლიდერი წარადგენს, საქართველოს კი, თავისი სამარცხვინო, დამნაშავე მმართველი რეჟიმის ნაცვლად, წარადგენს ჩვენი ერის დიდებული, დიდი ნაწილის, თავისუფლებისათვის თავდადებული ბრძოლის ჩაუქრობელი მუხტი, რომელიც ახალი პოლიტიკური დღის წესრიგითა და დასავლელი, ნამდვილი მეგობრების მხარდაჭერით დააყენებს ქვეყანას განვითარების უალტერნატივო, ანუ დემოკრატიულ, ეროვნულ და ევროპულ გზაზე", - წერს ახვლედიანი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია