მამუკა მდინარაძე - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა - ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა - ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ - დიდად არც იმის პრობლემა გვაქვს რომ იყოს [მოწვეული], ან არ იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თავად ეუთო/ოდირმაც არ გამოხატა დიდი სურვილი, რომ თვითმმართველობის არჩევნებს დაკვირვებოდა.

„არა, გადაწყვეტილიც არ გვაქვს. თავად ეუთო/ოდირიც ამბობს დაგვიანდა ეს ყველაფერიო. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით. არც კი და არც არა კატეგორიულად და დაბეჯითებით არ გვითქვამს. რატომღაც მათ ჩვენთვის გასაკვირი პოზიცია გამოამჟღავნეს, დიდი სურვილიც არ გამოხატეს თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში. ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ. დიდად არც იმის პრობლემა გვაქვს რომ იყოს ან არ იყოს. წარმოუდგენელია, რომ რაიმე პრობლემა გვქონდეს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით. არ ვგეგმავთ [მიმართვას] და არც ის მომენტი არ გვაქვს, რომ არ დავგეგმოთ. შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა. ეს დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა