თინა ბოკუჩავა - სამშვიდობო პროცესში მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი, აშშ, მაგრამ ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს და სურს, რომ საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს

სამშვიდობო პროცესში მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი, აშშ, მაგრამ ივანიშვილი მხარს უჭერს რუსეთს და სურს, რომ საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” ამერიკაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ამბობს, რომ „ევროკავშირიდან არ მოდის სიგნალები, რომ მათ სურთ ამ ომის დასრულება, არაფერს ამბობენ რუსეთზე და ევროპას ადანაშაულებენ ომის გაგრძელების მცდელობაში“.

„ივანიშვილის ევტუშენკოვთან სატელეფონო საუბრით დაწყებული, მათი საჯარო განცხადებებიდან და მოქმედებებიდან დამთავრებული, ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი პირველივე დღიდან ქომაგობს რუსეთს და ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე რაც შეუძლებელია და რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. მთავარია ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სამშვიდობოს გაიყვანს იქ, სადაც მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ, ივანიშვილს სურს, რომ დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს საქართველო და ასე წირავს მისი პირადი ინტერესების გამო ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რომ ზელენსკი მარტო არ არის, მის გვერდით დგას თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ შეხვედრაში ჩემი აზრით არის იმის დემონსტრირება, რომ ზელენსკი, უკრაინა, უკრაინელი ხალხი არ არის მარტო. ზელენსკისთან ერთად იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი და ეს ყველაფერი არის იმის დასტური, რომ უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ არის მარტო და მათ უკან დგას თავისუფალი სამყარო. სწორედ ამიტომ ისინი უკრაინელ ხალხთან ერთად არ დაუშვებენ იმას, რომ როგორც ივანიშვილის მოლოდინი და სურვილია, გაიმარჯვოს რუსეთმა, არ გაიმარჯვოს თავისუფლებამ, არ გაიმარჯვოს უკრაინამ. უკრაინის გამარჯვებით გავიმარჯვებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, რომელიც ვიბრძვით სწორედ იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც იბრძვის უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის