პიტერ სიიარტო - უკრაინა უნგრეთისკენ მიმავალ ნავთობსადენს დაესხა თავს - ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე დარტყმა აღმაშფოთებელი და მიუღებელია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთისკენ გამავალ რუსულ ნავთობსადენზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს აღმაშფოთებელი და მიუღებელია.

„უკრაინა კიდევ ერთხელ დაესხა თავს უნგრეთისკენ მიმავალ ნავთობსადენს, რამაც მიწოდების შეწყვიტა გამოიწვია. ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული ეს დარტყმა აღმაშფოთებელი და მიუღებელია!“- აცხადებს სიიარტო.

მისი თქმით, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინმა აცნობა, რომ ექსპერტები მუშაობენ მილსადენის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტრანსფორმატორის სადგურის აღდგენაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ თქვან, როდის განახლდება მიწოდება.

„სამწელიწადნახევრის განმავლობაში ბრიუსელი და კიევი ცდილობენ უნგრეთის უკრაინაში ომში ჩათრევას. ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ უკრაინის მხრიდან არაერთი თავდასხმა ამავე მიზანს ემსახურება. მინდა ნათლად განვაცხადო: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო და სანამ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, უნგრეთი არ ჩაერევა და ბოლოს, შეხსენება უკრაინელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის: უნგრეთიდან მოწოდებული ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ქვეყნის ენერგომომარაგებაში“, - აღნიშნა სიიარტომ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა