არმაზ ახვლედიანი - უკრაინის, საქართველოს და მსგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა

უკრაინის, საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ივანიშვილ-კობახიძისნაირი კლანური რეჟიმების დასრულება ახლა, უპირველესად, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და აგრეთვე ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს თეთრ სახლში დიდი დღეა.

„წითელმა ხალიჩამ, სამხედრო ბაზის საწყობში შენახულმა, დანესტილ-დამტვრეულმა, რომ ვერც კი გასწვდა ფეხით გასავლელ მანძილს, დიქტატორის და მისი ლაქიების ჭია კი გაახარა, ბევრიც დააბნია, ნუთუ ასეთი პატივით უნდა ხვდებოდეს თავისუფლების ავანგარდში მყოფი ზესახელმწიფოს ლიდერი ომის დამნაშავე ჯალათსო?!

ვინც ყურადღებით, თემის ცოდნით და ცივი გონებით დააკვირდა ამ სცენოგრაფიას, მაშინვე მიხვდა - ტრამპმა ოსტატურად შენიღბა თავისი მთავარი განზრახვა და, მართალია, ბეჯითი მოსწავლის მსგავსად, გაკვეთილზე ფრიადის მისაღებად მომზადებული პუტინი, გაზუთხული ტექსტით, მასპინძლის გულის მოგებას და გაკვირვებას ეცადა, არაფერი გამოუვიდა - იმ ცნობილი რუსული ფერწერული ტილოს სახელწოდებისა არ იყოს, ასეთ თაღლითებთან ურთიერთობაში სტაჟიანმა ტრამპმა, ვინ იცის, გულში რამდენჯერ ჩაიხითხითა, დაჯექი, ისევ ორიანიო!

დღეს კი თეთრ სახლში დიდი დღეა! იქ ნამდვილ ლიდერებს, ნორმალურებს, და გმირი უკრაინელების სახელოვან პრეზიდენტს, სულ სხვა, აღმატებული პატივით მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი და ეჭვიც არ შეგეპაროთ, პუტინის ვირეშმაკული სიხარული ნაადრევი, შეურგებელი დარჩება. იმიტომ, რომ უკრაინის, საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ივანიშვილ-კობახიძისნაირი კლანური რეჟიმების დასრულება ახლა, უპირველესად, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და აგრეთვე ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა!

სამყაროში ფერისცვალების მისტერიის, სიმართლეში განახლების დიდებული დღე დგება!“, - წერს ახვლედიანი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს