თეთრ სახლში ევროპელი ლიდერების მონაწილეობით შეხვედრის საჯარო ნაწილი დასრულდა

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

მათი შეხვედრის საჯარო ნაწილი დასრულდა.

ტრამპმა შესთავაზა, რომ მათ შეეძლოთ გარკვეული დროით დახურულ კარს მიღმა შეხვედრა და განაცხადა, რომ შემდეგ ისინი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდებოდნენ.

ტრამმპა აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში შეიძლება უკრაინაში ომთან დაკავშირებით რაიმე სახის გადაწყვეტილება იხილონ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსაც სურს პასუხის პოვნა და ვნახოთ“, - განაცხადა ტრამპა.

მისი თქმით, "გარკვეულ პერიოდში, ერთ ან ორ კვირაში, ჩვენ გავიგებთ, მოვაგვარებთ თუ არა ამას, თუ ეს საშინელი ბრძოლა გაგრძელდება“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო