ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიცემის, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე

დღევანდელ ევროპულ საბჭოზე, რომელიც საბჭოს პრეზიდენტმა მოიწვია, განვიხილავთ უკრაინისთვის მშვიდობის დამყარების მცდელობებში მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე.

„ჩვენი მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ვირტუალურ სამიტს მართავენ, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს