დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე - მინდა, ეს დასრულდეს, თუ კვირაში 7 000 ადამიანს სიკვდილისგან ვიხსნი, ვფიქრობ, საკმაოდ კარგია, მინდა ვცადო და სამოთხეში მოვხვდე

მე მას [პუტინს] ვუთხარი, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას დავგეგმავთ და თქვენ და ის შეხვდებით ერთმანეთს, შემდეგ კი, ამ შეხვედრის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, კარგი, მე ვუხელმძღვანელებ და დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მაგრამ, იცით, ამ შემთხვევაში ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. მათ რაღაც ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ დიდ დროს ვკარგავთ. არ მინდა ასე მოვიქცე“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სურს, რომ ომი დასრულდეს.

„უბრალოდ მინდა, რომ ეს დასრულდეს. მინდა, რომ ეს დასრულდეს. იცით, ჩვენ არ ვკარგავთ ამერიკელების სიცოცხლეს. ჩვენ არ ვკარგავთ ამერიკელ ჯარისკაცებს. ჩვენ ვკარგავთ რუს და უკრაინელ, ძირითადად, ჯარისკაცებს. ზოგიერთ ადამიანს იმით, რადგან რაკეტები არასწორ წერტილებს ეცემა ან ისეთ ქალაქებში ისვრიან, როგორიცაა კიევი და სხვა ქალაქებია. მაგრამ იცით, თუ კვირაში 7000 ადამიანს სიკვდილისგან ვიხსნი, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგია. მინდა ვცადო და სამოთხეში მოვხვდე, თუ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს