Bloomberg-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოების მექანიზმს განიხილავენ, რომლის ინიციატორიც იტალიის პრემიერ-მინისტრია

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოების მექანიზმს განიხილავენ, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ წამოიწყო. გეგმის თანახმად, რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში კიევის მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან, 24 საათის განმავლობაში გადაწყვიტონ უკრაინისთვის სამხედრო ან ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხი.

მელონის წინადადებას „მსუბუქი ნატო“ უწოდეს, რადგან ის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპს წააგავს, მაგრამ არ ითვალისწინებს უკრაინის ნატოში ფაქტობრივ წევრობას.

იტალიის პრემიერის თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კიევთან ორმხრივი შეთანხმებები გააფორმეს, ახალი თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად უნდა შეათანხმონ თავიანთი ქმედებები.

წყაროების ცნობით, საკითხი ეხება უკრაინისთვის სწრაფი თავდაცვის დახმარების, ფინანსური მხარდაჭერის, შეიარაღებული ძალების გაძლიერების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას. ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა გეგმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების პირდაპირ გაგზავნას.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა