ირაკლი კუპრაძემ თბილისის საარჩევნო შტაბებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ცენტრალურ შტაბში “გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ვიცე-მერობის კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად, დედაქალაქის რაიონულ საარჩევნო შტაბებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პარტიის ლიდერებთან რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებმა პროგრამული პრიორიტეტები და კამპანიის სამოქმედო გეგმა შეაჯერეს.

„უსაფრთხოება, ჯანდაცვა და დასაქმება - ეს ის საკითხებია, რომელსაც „ძლიერი საქართველო-ლელო“ მუნიციპალურ არჩევნებზე მთავარ გამოწვევად აყენებს ქალაქების და სოფლების მომავალი განვითარებისთვის და „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს