კახა კალაძე - ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს

დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ ის მავნე დამოკიდებულება, რაც 2012 წლამდე იყო სპორტის, ქართული ფეხბურთის, რეკრეაციული სივრცეების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი არის ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების.

დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული საფეხბურთო მოედანი გაზრდის ძალიან ბევრ ვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით, იმ მნიშვნელოვანი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც ფიფა-ს და უეფა-ს აქვს, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტისთვის. მერწმუნეთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრ კიდევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები ტრიბუნითა და განათებით. ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ფეხბურთელები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის