გიორგი ჩაკვეტაძე - IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში - მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დარჩენილი ხაბეიშვილის - ე.წ. ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, IRI-ის პროგრამების ხელმძღვანელმა, ჯონ დიპირომ, ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა. ჩაკვეტაძის შეფასებით, ორგანიზაცია არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში, შესაბამისად, ის მოუწოდებს დიპიროს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს დაკავებული და ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და მოვუწოდებ, რომ სანამ რაიმე ჰგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამ ადამიანებს სხვა არაფერი არ დარჩენიათ თუ არა ის, რომ როგორმე განახორციელონ მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟი. ასე რომ, მათი ეს მცდელობები განწირულია სრული წარუმატებლობისთვის“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა