ლევან მაჭავარიანი - როდესაც ევრობიუროკრატები რაღაც ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას - მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს, რომ ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, ჭორაობის გარდა არაფერს ეფუძნება

ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, ჭორაობის გარდა, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ევრობიუროკრატების ბრალდებების უკან ფაქტები არ დგას, ხოლო, თავად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მისივე განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში მოცემული ინდექსები რეალურ მოცემულობას და ფაქტებს ეფუძნება.

„როდესაც ისინი [ევრობიუროკრატები] რაღაც ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას. ეს არის უბრალოდ ჭორაობა და რაღაც აღქმების შექმნის მცდელობა. ანგარიშში, რომელიც თავად ევროკომისიამ გამოაქვეყნა, ეხება სასამართლოს სისტემას და სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის ოცეულში ვართ. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისითაც ევროპის ოცეულში ვართ. მთავრობის ეფექტიანობა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყველაფერი მოხვდა ევროკომისიის ანგარიშში. ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს და რეალურ მოცემულობას. ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება, ჭორაობის გარდა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა