ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავისთვის, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ ძლიერ სიგნალს გასცემს ქვეყნისთვის 4.05 მილიარდი ევროს გადაცემით. ეს მოიცავს 3.05 მილიარდ ევროს Ukraine Facility ფარგლებში და 1 მილიარდ ევროს ევროკომისიის განსაკუთრებული მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინისთვის 4 მილიარდი ევროს გადაცემაზე კომენტარი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გააკეთა.

„იმ დღეს, როდესაც უკრაინა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს, ევროკავშირი მკაფიო სიგნალს აგზავნის: უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობა ურყევია. 4 მილიარდი ევროს გამოყოფა ჩვენი მტკიცე ერთგულების დასტურია. ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენისადმი, არამედ მისი როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მომავლისადმი. ვინაიდან, როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროკავშირი უფრო ძლიერია”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამავდროულად, ევროკომისია აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ახალი თანხის გამოყოფა ქვეყნის პროგრესის ფონზე ხდება იმ რეფორმებში, რომლებიც ევროკავშირის გაწევრიანებისთვის არის საჭირო. კერძოდ, აღინიშნება უკრაინის უმაღლესი რადას მიერ 31 ივლისს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა