ვლადიმერ პუტინი - დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ - ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს

დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ - ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ საროვში, ბირთვული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ არამეგობრული ქვეყნები არ გვყავს. ზოგიერთ ქვეყნებში ჩვენ არამეგობრული ელიტები გვყავს. ამ ქვეყნების მოსახლეობასთან პროპაგანდა მუშაობს, ისინი მათ ტვინს ურეცხავენ და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, როდესაც დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. სწორედ მაშინ დაიწყო ომი და მის შესაჩერებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დღეს, ევროპა პრაქტიკულად სუვერენიტეტის გარეშე არსებობს“.

„არიან ქვეყნები, რომლებიც სუვერენიტეტის გარეშე მშვიდად არსებობენ. მთელ დღევანდელ დასავლეთ ევროპას პრაქტიკულად ასეთი სუვერენიტეტი მოკლებული აქვს. ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება შევძლოთ. სუვერენიტეტის დაკარგვის შემთხვევაში რუსეთი არსებობას შეწყვეტს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა