ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პარასკევს ქვეყნის პარლამენტმა ქალაქ ღაზაზე ახალი შეტევის გამო ისრაელის წინააღმდეგ მის მიერ მოთხოვნილ მკაცრ სანქციებს მხარი არ დაუჭირა.

ველდკამპის გადაწყვეტილების შემდეგ ნიდერლანდების დროებითი მთავრობა მისი პარტიის „ახალი სოციალური კონტრაქტის“ წევრებმაც დატოვეს.

ცნობისთვის, ნიდერლანდების მმართველი კოალიცია 3 ივნისს დაიშალა, მას შემდეგ, რაც ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ (PVV) მიგრაციული პოლიტიკის შესახებ დავის შემდეგ კოალიცია დატოვა.

ნიდერლანდებში ახალი საპარლამენტო არჩევნები 29 ოქტომბერს გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს