მარნეულში ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ერთ პირზე ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რა დროსაც დაზარალებულის მისამართით გაისროლეს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.მ. ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2002 წელს დაბადებული ა.გ. ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2007 წელს დაბადებულ ო.ი.-ს, ხოლო ამავე დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ 2008 წელს დაბადებულ ს.ი.-ს და მისი მისამართით გაისროლეს, რა დროსაც გასროლილი ვაზნის დეტალით, იქვე მყოფმა 1995 წელს ა. ა.-მ სახის არეში დაზიანება მიიღო.

დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა რ.მ. და ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა