უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ტერიტორიულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ის მზად არის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილოს. ტერიტორიულ საკითხებზე საუბრის დაწყების საფუძველი კი ამჟამად არსებული ფრონტის ხაზია“, - განაცხადა სერგეი კისლიცამ.

მისი თქმით, „უკრაინის მოსახლეობა მიწების მშვიდობის სანაცვლოდ გაცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება“.

ასევე, კისლიცამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება, მაშინ „აშშ-მა დამატებითი სანქციები უნდა გამოიყენოს“.

„მაშინ რუსები ნამდვილად იგრძნობენ ტკივილს იმის გამო, რომ არ სურთ ის გზა გაიარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო