მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ.

მამუკა ჩარკვიანს 14:00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ "ლიგას" პირველი პრემია - ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა - სიმღერისთვის "მწვანე რტოები" (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" (1999), ოქროს დისკი ნომინაცია - წლის საუკეთესო სიმღერა - სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული, "აპრილი" და "დედის ჯერი". 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა