ირაკლი კობახიძე - ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წლის, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია იდგება მყარად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სადარაჯოზე

ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას, ნიშანდობლივია, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 70 წლის განმავლობაში, 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე და შემდეგ უკვე მისი დღევანდელი რედაქციის ჩამოყალიბებამდე, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა იყო სუვერენიტეტის ხელყოფა და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პირველი მუხლი სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეასა და პრინციპს ეძღვნება.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული დღესაც მთავარ გამოწვევად რჩება.

"ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი, როგორც წესი, ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას. მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას, გამომდინარე განსაკუთრებული ისტორიული გამოცდილებიდან. ფაშისტურ გერმანიაში განსაკუთრებული გამოწვევა იყო ადამიანის ღირსების ტოტალური ხელყოფა და, სწორედ, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანელმა კანონმდებელმა 1949 წელს პირველ მუხლად განსაზღვრა ადამიანის ღირსების ძირითადი უფლება. ნიშანდობლივია ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს. პირველი მუხლი იწყება სიტყვებით - სახელმწიფო სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეფუძნება ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, 70 წლის მანძილზე, ვიდრე მიიღებოდა 1995 წლის კონსტიტუცია და შემდეგ უკვე მისი დღევანდელი რედაქცია, ჩვენი უმთავრესი გამოწვევა იყო, ბუნებრივია, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პირველი მუხლი სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეასა და პრინციპს ეძღვნება. ეს გამოწვევა მთავარ გამოწვევად რჩება დღესაც და მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს კონსტიტუცია რჩება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მთავარ გარანტად. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ კონსტიტუციას, უნდა მოვუფრთხილდეთ სახელმწიფო სუვერენიტეტს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და იმედია, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი კონსტიტუცია იდგება მყარად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. გილოცავთ ჩვენი კონსტიტუციის იუბილეს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა