საფრანგეთში აშშ-ის ელჩი, ანტისემიტიზმთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებების გამო, საფრანგეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

საფრანგეთში აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი, ანტისემიტიზმთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებების გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუშნერმა, რომელიც ებრაელია და რომლის ვაჟიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილზეა დაქორწინებული, Wall Street Journal-ში ღია წერილი გამოაქვეყნა.

აღნიშნულ წერილში ელჩი მოუწოდებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, უფრო სწრაფად აღასრულოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ კანონები, თავი შეიკავოს ისრაელის კრიტიკისგან და აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მთავრობის განცხადებებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ საფრანგეთში ანტისემიტური ინციდენტები გამოიწვია.

კუშნერის წერილს საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ელჩის ბრალდებები მიუღებელია.

„საფრანგეთმა შეიტყო აშშ-ის ელჩის, ბატონი ჩარლზ კუშნერის მიერ გაკეთებული ბრალდებების შესახებ, რომელმაც რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება საფრანგეთში ანტისემიტური ქმედებების ზრდის გამო და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარის ქმედებებს არ ახორციელებდა. ელჩის ბრალდებები მიუღებელია“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ელჩი უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს