პროკურორი კითხვაზე: გავიდა თუ არა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში გამოძიება ოთარ ფარცხალაძეზე - არ არის მართებული, რომ მოწმის ჩვენების საფუძველზე ვინმე მისცე პასუხისგებაში - გამოძიება ინტენსიურად, მრავალმხრივ მიმდინარეობს

არ არის მართებული, რომ რაღაც მოწმის ჩვენების საფუძველზე ვინმე მისცე პასუხისგებაში - კონკრეტულ პირებს, რა თქმა უნდა, ახლა მე ვერ განვიხილავ. გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად, მრავალმხრივ მიმდინარეობს, - ასე უპასუხა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტების კითხვას, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში, გავიდა თუ არა გამოძიება ყოფილ გენერალურ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეზე.

აღნიშნული კომენტარი პროკურორმა მედიასთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა. როგორც პროკურორმა განმარტა, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო განიხილავს შუამდგომლობებს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე, ასევე, გადაისინჯება ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

„გელა უძილაურს ბრალი დაუზუსტდა, კერძოდ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, ასევე ისეთი საშუალებით მკვლელობის მცდელობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო განიხილავს შუამდგომლობებს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე, ასევე გადაისინჯება ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, სასამართლო განუმარტავს ბრალდებულს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ბრალდებულზეა დამოკიდებული, აირჩევს თუ არა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს.

აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი განზრახ მკვლელობის ანგარებით შეკვეთილი ორგანიზება, რომელზეც პასუხისგებაში მოცემულია 5 ბრალდებული, აქედან, 2 დაუსწრებლად და მათზე ძებნაა გამოცხადებული, ხოლო 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამ საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია მტკიცებულებების მოპოვებასთან. როცა მოკვლეული იქნება ყველა მტკიცებულება, მოხდება ანალიზი.

არ არის მართებული, რომ რაღაც მოწმის ჩვენების საფუძველზე, ვინმე მისცე პასუხისგებაში. ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს სტანდარტი, ამისთვის გვაქვს ბრალის მინიმუმ დასაბუთებული ვარაუდი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. აქედან გამომდინარე კონკრეტული პირებს, რა თქმა უნდა, ახლა მე ვერ განვიხილავ. გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად, მრავალმხრივ მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა