დავით მათიკაშვილი -  რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი ამბავი აღმოაჩინა, რომ სპეცსამსახურებში წვრთნებს გადიან - ნურავის ექნება იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება დაუსჯელი და უპასუხო დარჩება

რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ახალი ამბავი აღმოაჩინეს, რომ სპეცსამსახურებსა და ძალოვან სტრუქტურებში წვრთნებს გადიან - ძალოვან სტრუქტურებში წვრთნებს მუდმივად გადიან და ნურავის ექნება იმედი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება დაუსჯელი და უპასუხო დარჩება, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა იმ ინფორმაციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა, რომლის მიხედვით, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი ზუგდიდში წვრთნებს გადის, რომლის ფარგლებშიც აქციის დაშლის იმიტაცია ხდება.

მათიკაშვილის თქმით, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი, ისევე როგორც მთელი ძალოვანი სტრუქტურა, “არამხოლოდ შემოდგომისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა დროისთვის მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია იმისთვის, რომ ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ გამოვლინებას და კრიმინალს სათანადო პასუხი გასცეს.

“რადიკალები ცდილობენ, ეს ყველაფერი მხოლოდ არჩევნებს დაუკავშირონ. იქნება არჩევნები, არჩევნების წინა თუ არჩევნებთან არანაირ კავშირში არმყოფი გარემოება და მოვლენა, როგორიც კი ვინმე, ადამიანების ერთი ან ორი ჯგუფი კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება, ბუნებრივია, რომ ის სახელმწიფოსგან სათანადო პასუხს მიიღებს. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა