გელა უძილაური - ნაფიც მსაჯულებზე უარს ვაცხადებ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ უძილაურისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე დღევანდელ პროცესზე იმსჯელა.

უძილაურის პატიმრობაში დატოვებით მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„დაზუსტდა, ვისგან შეიძინა [ბრალდებულმა] ცეცხლსასროლი იარაღი. არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ის წარსულში ნასამართლევია ძალადობის ფაქტზე. არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. როცა მან მკვლელობის ადგილი დატოვა, სცადა გამოძიებისთვის თავგზა აებნია, წავიდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე დეტალურად დაზუსტდა, რომ მას ჰქონდა პოლონეთში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. მოწმეები მისთვის კარგად ნაცნობი პირები არიან და არსებობს მასზე ზემოქმედების საფრთხე, ამიტომ ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში“, - განაცხადა პროცესზე ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატმა უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

„არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ეს არის აბსტრაქტული, ფორმალურად მოგონილი მიზეზი ბრალდების მხარის მიერ“, - განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა დავით მუხიაშვილმა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულ გელა უძილაურს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, მას მოსამართლემ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გამოყენებაც შესთავაზა.

„ნაფიცებზე ვაცხადებ უარს“, - განაცხადა ბრალდებულმა გელა უძილაურმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა