ადვოკატი - გელა უძილაური იყენებს დუმილის უფლებას, ის თავს დამნაშავეს არ ცნობს

გელა უძილაური იყენებს დუმილის უფლებას, ის თავს დამნაშავეს არ ცნობს. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი გამხიტაშვილმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ გელა უძილაურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გელა უძილაური ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაშია ბრალდებული. ადვოკატი ამტკიცებს, რომ გელა უძილაურს აღნიშნული ბრალდება არ უდასტურდება, რის გამოც საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ.

„საქმის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქმეში არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით არ დასტურდება, რომ გელა უძილაურმა ჩაიდინა შეკვეთით მკვლელობა, შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და საქმის გამოძიებისთვის დაბრუნება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმე არის გამოსაძიებელი დღეის მდგომარეობით. პროკურორი აპელირებს, რომ თითქოს ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გელა უძილაურს ბრალდება არ უდასტურდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია.

გელა უძილაური იყენებს დუმილის უფლებას, ის თავს დამნაშავეს არ ცნობს. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს“, - განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მათ მოწმეთა რიგებში პროკურატურის მოწმეებიც არიან, რომლებიც ჩვენებას „დაცვის მხარის სასარგებლოდ მისცემენ”.

„ჩამონათვალია მოწმეების, ესენი არიან საქმესთან შემხებლობაში სხვადასხვა პირები, მათ შორის ჩვენ მოწმეებად მიგვაჩნია პროკურატურის მოწმეებიც“, - განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა