საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციაზე დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს, ერთ-ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი შეუძლოდ გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციაზე დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს, ერთ-ერთი ბრალდებული, ინსაფ ალიევი შეუძლოდ გახდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შესვენება გამოაცხადა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ექიმებიც.

„მითხრა, თვალებში მიბნელდებაო. მოდის სასწრაფოც“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა, მათ შორის ინსაფ ალიევის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატის მტკიცებით, ალიევის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ დევს.

„სახეზე უნდა იყოს ორგანიზებული ჯგუფი, ჯგუფის წევრებს შორის ნაცნობობა და ერთმანეთთან კავშირი. თუ ეს არ დასტურდება, მაშინ წარდგენილი კვალიფიკაცია სახეზე ვერ იქნება. არ დასტურდება მონაწილე პირთა ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ფაქტი, რომ ისინი ვინმეს მითითებებს ასრულებდნენ. შესაბამისად, სახეზე ვერ იქნება ბრალად წარდგენილი ქმედება და სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს”, - განაცხადა აიჰან ჰასანლიმ.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა