სი ძინპინი - ჩინეთმა და რუსეთმა თავიანთი უსაფრთხოების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან, გლობალური სამხრეთის ქვეყნები უნდა გააერთიანონ

ჩინეთმა და რუსეთმა თავიანთი უსაფრთხოების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩინეთმა და რუსეთმა ტრადიციული მეგობრობა უნდა გააგრძელონ და სტრატეგიული ურთიერთნდობა უნდა გააღრმავონ. უფრო სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის შექმნის მიზნით, მხარეებმა თავიანთი უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა გლობალური სამხრეთის ქვეყნები „უნდა გააერთიანონ“.

„ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები მსოფლიო მშვიდობის სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერში პეკინში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა