ბაია პატარაია - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპული გზიდან გადავუხვიოთ და უვიზო მიმოსვლა დავკარგოთ, ამიტომ, ქართველმა ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს და ეს მონაპოვარი დაიცვას

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის, უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

როგორც პატარაიამ აღნიშნა, „ნაცვლად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და შეწყვიტოს რეპრესიული კანონების მიღება, პირიქით, უარეს კანონებს იღებს და უფრო მეტ ადამიანს დევნის“.

„მთლიანად პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. რამდენიმე წელია ევროკავშირი გვეუბნება, რომ ელემენტარული უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. მაგალითად, უნდა გააუქმოს რეპრესიული რუსული კანონები, შეწყვიტოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა: წამება, დაჭერა, ცენზურა, ადამიანების დაჯარიმება და სხვა უფლებების დარღვევა. კორუფციას უნდა ებრძოლოს, მაგრამ ხელისუფლება არც კორუფციას ებრძვის, პირიქით, უარეს კანონებს იღებს და უფრო მეტ ადამიანს დევნის. ამიტომ, პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“,-განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისი განმარტებით, „უვიზო მიმოსვლა არის ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი და ისევ ქართული საზოგადოების დასაცავია.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპული გზიდან გადავუხვიოთ და უვიზო მიმოსვლა დავკარგოთ. ამიტომ, ქართველმა ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს და დაიცვას. უვიზო რეჟიმი ჩვენ ძალიან გვჭირდება არა მარტო მოგზაურობისთვის, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში ავადმყოფების გადასაყვანად, ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრაციაში წასული ოჯახების გაერთიანებისთვის, რომ შვილებმა ემიგრაციაში წასულ დედებს ჩააკითხონ. ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, რადგან უამრავ შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განათლებისთვის, ტრენინგებისთვის“, - განაცხადა პატარაიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა