არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - როცა სხვა პარტიებზე ზემოდან ყურება უნდათ, აღმოჩნდება, რომ ოთხნი არიან და როცა უნდათ ბევრი გამოჩნდნენ, გამრავლებიან და 8 თუ 13 გახდებიან - არ გაიშვას ზურა გირჩი და მისი პარტია ან „ფედერალისტები“

რა აქციებიც არ უნდა გამართონ და ქვეყანაში არეულობის შემოტანა სცადონ, ფინალი აბსოლუტური მარცხია, რადგან მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ, - ასე ეხმაურება რვა ოპოზიციური გაერთიანების მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე.

გორდულაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ერთობა ხელისუფლებასა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის და “როცა ეს სინერგია არსებობს, გარედან მართულ აგენტს ქვეყნის ჩამოშლის შესაძლებლობა არა აქვს“.

„პარტიების რაოდენობა თვითონ ოპოზიციაშიც გაურკვეველია. როცა არჩევნებში მონაწილეობა და გაერთიანება ან სხვა პარტიებზე ზემოდან ყურება უნდათ, აღმოჩნდება, რომ თურმე ოთხნი არიან და თავს ბარიერგადალახულს უწოდებენ. როდესაც უნდათ, რომ რაოდენობრივად ბევრი გამოჩნდნენ, გამრავლებიან და 8, 13 თუ 32 გახდებიან. არ გაიშვას ზურა გირჩი და მისი პარტია ან “ფედერალისტები“, რომლებმაც „ევროპულ საქართველოში“ თანამდებობები ვერ გაიყვეს, დაიშალნენ და გუშინწინ ჩამოყალიბდნენ.

ფაქტია, რომ ეს ადამიანები ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული - ეს იდეაა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლა, ოღონდ იმდენი შნოც არა აქვთ, რომ თვითონ მოიფიქრონ. ყველაფერს ისე აკეთებენ, რაც გაიდლაინში აქვთ - თუ გაიდლაინისგან განსხვავებულ კითხვას დაუსვამ, ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობაც კი არა აქვთ. ასე უბედურ დღეში არიან ჩაცვენილი აგენტები!“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა