ადვოკატი 11 პირის საქმეზე - სასამართლოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ერთისა, გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი

სასამართლოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ერთისა, გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. გთხოვთ, რომ გაიზიაროთ ყველაფერი ობიექტურად, სამართლიანად და ლუკა ჯაბუას და სხვა ბრალდებულების მიმართაც გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი, - აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატმა რუსუდან აგურაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატი დასკვნითი სიტყვით წარსდგა და ყურადღება გაამახვილა იმ ბრალდებაზე, რასაც მის დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

ადვოკატის განმარტებით, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა შეუძლებელია მოხდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე, ასევე შეუძლებელია ეს მოხდეს ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის მითითებების გარეშე, აღნიშნული კი საქმეში არ დასტურდება. მეტიც, რუსუდან აგურაშვილის თქმით, გამოძიებას დადგენილი არ აქვს, იცნობდა თუ არა ლუკა ჯაბუა „დანაშაულის ორგანიზატორებს ან მასში მონაწილე პირებს“.

„იყო თუ არა ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე ლიკა ჯაბუა, ეს გამოძიებას არ დაუდგენია. გამოძიებას არ დაუდგენია, ჰქონდა თუ არა ორგანიზატორებთან კავშირი, ჰყავდა თუ არა ხელმძღვანელი, ასრულებდა თუ არა დავალებას, არ დაუდგენია. გამოძიებამ [ლუკა ჯაბუას] ტელეფონზე თქვა, რომ ჯერ არ არის ექსპერტიზა დასრულებულიო.

რა მტკიცებულება აქვს ამ საქმეში ორგანიზებულობასთან დაკავშირებით გამოძიებას? ვციტირებ გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილია სიტყვებს - „ლუკა ჯაბუას და ორგანიზატორებს შორის პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის!”. მან თქვა, არ არსებობს ფაქტი, რომ ლუკა ჯაბუა ვინმეს მოწოდებებს ემორჩილებოდა.

ამით დამთავრდა აბსოლუტურად ყველა დისკუსია და მსჯელობა!

ბრალდებულებს ერთმანეთთან კავშირი არ დაუდასტურდა, მეტიც, ორგანიზატორის არსებობაც არ დადასტურდა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ვერ დაუმტკიცდა ვერცერთ ბრალდებულს და ვერ დაუმტკიცდა, მათ შორის ლუკა ჯაბუას. გამოძიებით ვერ დადასტურდა, რომ ლუკა ჯაბუა მძიმე საგანს იყენებდა. ეს საგანი არ ჰქონია ლუკა ჯაბუას, ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს.

არცერთ პოლიციელს არ უხსენებია, რომ ლუკა ჯაბუამ ან რომელიმემ მომაყენა დაზიანებაო.

ბატონო მოსამართლევ, თქვენც მშვენივრად იცით, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათი დაკავება ემსახურებოდა იმას, რომ მათ პროტესტში არ მიეღოთ მონაწილეობაა, ამით ცდილობდნენ ჩაეხშოთ პროტესტი…

ეს არ არის რიგითი სასამართლო სხდომა. ამ საქმეს რომ პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოსული. ლუკა ჯაბუა არ არის წარსულში ნასამართლევი, სტუდენტია. პატიმრობაშია, როცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არის“, - განაცხადა რუსუდან აგურაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია