მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი - დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი - არ ვეთანხმები, რომ მომხდარი ბავშვმა ნახა, მას ეძინა

დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი, - ამის შესახებ მეუღლის, ალინა კალოიანის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულმა ნიკოლოზ ქრისტესიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მცირე რეპლიკით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები მკვლელობას არ შესწრებიან.

„ერთადერთი არ ვეთანხმები, რომ ბავშვმა ნახა ესო. მას ეძინა, წუთი წუთზე ჩემი ცოლის ძმა უნდა მოსულიყო, აღელვებულ მდგომარეობაში ვიყავი და ვერ დავხვდებოდი მას. დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი“, - განაცხადა ბრალდებულმა.

აღნიშნულს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი დადასტურებული რომ იყოს, ბრალშიც იქნებოდა ასახული, ამიტომ ეს საკითხი გამოსაძიებელია.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ქრისტესიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 25 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა