თინა ბოკუჩავა რადისლავ სიკორსკისთან შეხვედრის შემდეგ - უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირმა მოძებნოს მექანიზმი, სადაც არ სანქცირდება მოქალაქე და სანქცირდება ივანიშვილი და მისი რეჟიმი

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იყო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და ის, თუ როგორ ავარიდოთ საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს.

„ჩვენ ამ წუთებში დავასრულეთ შეხვედრა რადისლავ სიკორსკისთან, პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრთან და მას ვესაუბრეთ ორ პრინციპულ საკითხზე. ერთი ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და როგორ ავარიდოთ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს და ამავდროულად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში რეჟიმის წევრებს - ივანიშვილს და მის გარემოცვას და მეორე პრინციპული და ფუნდამენტური საკითხი, ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც პოლონეთის დიდი მეგობარი იყო და არის და მასაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციაში. რადისლავ სიკორსკი, როგორც ვაიმარის სამკუთხედის ერთ-ერთი საგარეო მინისტრი გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილებაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა მოძებნოს ისეთი მექანიზმი, სადაც არ სანქცირდება საქართველოს მოქალაქე და სანქცირდება ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რაც არის შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს