მოემზადე სკოლისთვის „კარფურთან“ ერთად - ყველა სასკოლო ინვენტარი ერთ სივრცეში

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, სასკოლო ჟრიამულისთვის მზადაა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს, საუკეთესო ფასებს და სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს.

16 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

„კარფური“ სასკოლო კამპანიის ფარგლებში, 5-13 წლამდე სკოლის მოსწავლეებს ხატვის კონკურსს სთავაზობს - „დახატე შენი სკოლა”, მოიტანე ნახატი კარფურის ნებისმიერ ფილიალში და მიიღე შანსი მოიგო განსაკუთრებული პრიზები.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 36 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სასკოლო ჩანთები. პირველ და მეორე ადგილზე გასული მონაწილეები კი მიიღებენ დამატებით პრიზებს: I ადგილი - პლანშეტი, II ადგილი - ყურსასმენი ან ბლუთუზ დინამიკი. ეს ყველაფერი არ არის, გამარჯვებულები შეხვდებიან და დახატავენ ყველასათვის საყვარელ მხატვარ - ზალიკო სულაკაურთან ერთად, რომელიც გამოავლენს საკუთარ რჩეულებს. კონკურსი გაგრძელდება 11 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან 12 სექტემბერს.

შეგახსენებთ, რომ კარფურში მისულ მომხმარებლებს, სასკოლო ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტი განსაკუთრებული ფასდაკლებით დახვდებათ - სასკოლო ჩანთები, ლანჩბოქსები, საკანცელარიო და ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ყველა სხვა სასკოლო ინვენტარი.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა