ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე - ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი რუსულ სტილში, ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა და არასდროს აღარ გვქონდეს ევროპული პერსპექტივა

გაუტეხელი ბრძოლის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლება თავს დაესხა, წაართვა ფული და ემუქრება დაჭერით. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი რუსულ სტილში. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა და არასდროს აღარ გვქონდეს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობოებზე თავდასხმის გზით საქართველო ფუნდამენტურ ცივილიზებულობის ნიშნებსაც კი კარგავს.

„რამდენიმე დღეში, 31 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, რათა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გადავარჩინოთ. ამ გადარჩენის შანსი იყო ერთადერთი, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეწყვიტა ძალადობა, პოლიტიკური დევნა, კრიზისის გაღრმავება და სახელმწიფოებრიობის ნგრევა, რომლითაც „რუსული ოცნებაა“ დაკავებული ბოლო წლების განმავლობაში. ბუნებრივია, არანაირი მოლოდინი არ ყოფილა, რომ „რუსული ოცნება“ რამეს შეასრულებს, მაგრამ სწორედ რამდენიმე დღით ადრე, ამ ფონზე, „რუსული ოცნება“ გამოდის და თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს, მათ აყაჩაღებს. ყადაღა, რომელიც დაადეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს არის ყაჩაღობა და ფულის მოპარვა რუსულ სტილში, მათ ემუქრება დაჭერით. სრული სოლიდარობა, მხარდაჭერა და აღფრთოვანება მინდა გამოვხატო ჩვენი არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში, საკუთარი კომფორტის, კარგად ყოფნის შეზღუდვებით იცავს საქართველოს ინტერესებს. ეს არის ისტორიული პრინციპულობა, რომელსაც ავლენენ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ ამიტომ, ამ გაუტეხელი ბრძოლის გამო, მათ ხელისუფლება თავს დაესხა, წაართვა ფული და ემუქრება დაჭერით. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი რუსულ სტილში. არასამთავრობოებს ესხმიან და ემუქრებიან რუსეთში, მხოლოდ რუსეთში, სადაც ანგრევენ სახელმწიფოს. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა და არასდროს აღარ გვქონდეს ევროპული პერსპექტივა, რომ საქართველო მოექცეს მსუბუქ იზოლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, ამას არ შევეგუოთ. მაშინ, როცა შეუთავსებელია „რუსული ოცნება“ და უვიზო მიმოსვლა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ, დავასრულოთ „რუსული ოცნება“ და ვანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ამ არაკონსტიტუციურ ძალას. სწორედ ამიტომ, 13 სექტემბერს, ჩვენ ვიკრიბებით თსუ-სთან, 19:00 საათზე და ჩვენი მტკიცე ბრძოლის დემონსტრირებას მოვახდენთ. არავინ აპირებს არც საქართველოს ევროპული დღის წესრიგის დათმობას, არც მებრძოლი ადამიანების უფლებების დათმობას, არც სინდისის პატიმრების უფლებების დათმობას, არც არასამთავრობო სექტორის უფლებების დათმობას, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

შეუთავსებელია ეს ხელისუფლება და ევროპა. ისინი არათუ არაფერს შეასრულებენ, კიდევ უფრო აღრმავებენ კრიზისს და ზღუდავენ ადამიანის უფლებებს. ფუნდამენტურ ცივილიზებულობის ნიშნებსაც კი კარგავს საქართველო არასამთავრობოებზე თავდასხმის გზით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, პროდასავლური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის თუ მოქალაქეების, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ არ წარმოგვადგენს „რუსული ოცნება“ და ის, რომ ისინი არ ასრულებენ ვალდებულებებს და ვერც შეასრულებენ, არ ნიშნავს, რომ საქართველო ეგუება ამ მდგომარეობას. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ეს რეჟიმი უნდა დავამსხვრიოთ, დავასრულოთ, იმისთვის, რომ ღირსეულად შევძლოთ დავუბრუნდეთ ევროპულ დღის წესრიგს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამის განცხადებას თავად საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა