ჯორჯია მელონი - იტალიის მთავრობა ღაზაში ჟურნალისტების გაუმართლებელ მკვლელობას გმობს

იტალიის მთავრობა ღაზაში ჟურნალისტების გაუმართლებელ მკვლელობას გმობს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

„ეს მიუღებელ თავდასხმას წარმოადგენს პრესის თავისუფლებასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც ომის ტრაგედიის გაშუქების მიზნით სიცოცხლეს რისკავს. ჩვენ ისრაელის დასაცავად დრო არ დაგვიკარგავს, მაგრამ ამავე დროს, ჩუმად ვერ ვიქნებით, მაშინ, როცა საპასუხო რეაქცია პროპორციულობის პრინციპს სცდება, როცა უდანაშაულო ხალხი კვდება, როცა ქრისტიანულ თემებსა და ისტორიულ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

შეგახსენებთ, ორშაბათს, ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმებს 20 ადამიანი, მათ შორის 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ჰამასის“ მიერ განთავსებული კამერა დააფიქსირეს, რომელიც თავდაცვის ძალების ჯარების მოქმედების გასაკონტროლებლად გამოიყენებოდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთაგან ექვსი „ტერორისტი“ იყო, ხოლო ჟურნალისტები მათი სამიზნეები არ ყოფილან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია