კიევში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.

კიევის დარნიცკის რაიონში ზარალი მინიმუმ 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მათ შორის დაზიანდა 5 და 16 სართულიანი საცხოვრებელი შენობები და საბავშვო ბაღი.

დნეპროვსკის რაიონი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ეზოში მდებარე კერძო ავტომობილები და ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.

მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაციები გრძელდება და ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს