კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება

კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სხვა 26 სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ სამიტს დაესწრებიან.

ჩინეთში „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იაპონიის კაპიტულაციისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად 3 სექტემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, ეს 1959 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთში სამხედრო აღლუმს დაესწრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა