პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების და გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით რამდენჯერმე აიძულა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

ბრალდებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, ჩაცმულობას, მეგობრებთან ურთიერთობას და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან. გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე ინტერნეტის გამოყენებით, რამდენიმე პირსა და დაზარალებულს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა