გია ვოლსკი - იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „პრანკერებმა“, ანუ ტელეფონზე დამრეკავმა ამრევმა ადამიანებმა, ცნობილმა პირებმა დაურეკეს USAID-ის ყოფილ ხელმძღვანელს და მისგან მიიღეს აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით თანხა, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს, იხარჯებოდა იმისათვის, რათა პროცესები ემართათ და ეს პროცესები იყო პოლიტიკური შინაარსის, კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული და ეს ამოცანა საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ითვალისწინებდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი ათეული მილიონი დაიხარჯა არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის განსახორციელებლად და იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.

„როგორც უკრაინაში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“, - აცხადებს გია ვოლსკი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო