თინა ბოკუჩავა რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, პარტია "ფედერალისტების" ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

თინა ბოკუჩავა თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ "ფეისბუქ გვერდზე" გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს".

"მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით.

ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.

მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.

რა განასხვავებს იმ ადამიანს ივანიშვილისგან, რომელიც ჩვენს შვილებს იჭერს, ცემს, აწამებს, წამლავს, აშინებს, ვინც თავადაც ივანიშვილის მსგავსად უდანაშაულო მცირეწლოვან ბავშვს ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს? ვისაც შეუძლია ბავშვს აგინოს, დაწყევლოს? ეს ყოვლად დაუშვებელია და სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს.

ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.

მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ", - წერს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და "ფეისბუქზე" დაწერა, "ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი".

"უხამსი არარაობების პროფილზე (პროფილად ეყენათ არასრულწლოვანთა ფოტოები) ბავშვების საკითხზე: აშკარაა, რომ თუ აზრის გამოხატვა მინდოდა, მეტი დრო უნდა დამეხარჯა იმის სათქმელად, რომ სანამ ადამიანს პირად ცხოვრებაში ჩაუძვრებიან მიზოგინური შხამით, ძვირფასი ადამიანები წარმოიდგინონ მათ ნაცვლად. აზრი ეს იყო - სანამ ადამიანს რაღაცას დააბრალებ, წარმოიდგინე რომ შენთვის ძვირფას ადამიანს აბრალებენ იგივეს. ახსნის ნაცვლად ავდექი და მოკლეზე წავედი, პირდაპირ მათივე პროფილის ფოტოები მივუბრუნე უხეშ ილუსტრაციად იმისა, რისი თქმაც მინდოდა და ამისთვის ბოდიში. ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს