ელენე ხოშტარია - 8-იანი ვერ დაიშლება, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე პარტია - იმედია, ერთმანეთის ჯინაზე ამას არ იზამენ - ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში! ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა

8-იანი, იმედია, ვერ დაიშლება, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია, ერთმანეთის ჯინაზე ამას არ იზამენ. სხვა არაფერია 8-იანი, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარია „რვიანის“ წარმომადგენლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მცირეწლოვანებთან მიმართებით, „ფეისბუქში“ დაწერილი კომენტარების გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩერგოლეიშვილი „ცუდად მოიქცა“, თუმცა პოლიტიკოსებს „პარტიულ ეგოზე უფრო დიდი ამოცანები აქვთ“.

„დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?“

„დაგმობს თუ არა „ჩერგოს“ ელენე ხოშტარია?“

„8-იანი იშლება? ვერ შეუკვრიათ ერთობა,“

„13-ში გასვლას აზრი აქვს?“

„რას იტყვის 8-იანის წევრი ელენე ხოშტარია,“

„დაველოდოთ, აბა, რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს,“

სირცხვილია მეგობრებო! „ჩერგო“ ძალიან ცუდად მოიქცა.

8-იანი „ჩერგოს“ ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე.

ამორალური ბევრი „გიჭამიათ“ სათითაოდ. ძალიან ბევრი

და დიდი პრობლემები აქვს ქვეყანას და პოლიტიკოსებსაც ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა გვაქვს: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.

8-იანი ვერ დაიშლება, იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია, ერთმანეთის ჯინაზე ამას არ იზამენ. სხვა არაფერია 8-იანი.

შიმშილობას აღარ ვაპირებ”, - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა. მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და "ფეისბუქზე" დაწერა, "ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი". აღნიშნულთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა