თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა შეწყვიტა და ისრაელის გემებს თავის პორტებში, ხოლო თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა

თურქეთი ისრაელის გემებს თავის პორტებში შესვლას უკრძალავს და თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლაზე შეზღუდვები შემოაქვს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

“სრულიად შევწყვიტეთ ისრაელთან ჩვენი ვაჭრობა, ჩვენი პორტები ისრაელის გემებისთვის დავხურეთ და თურქულ გემებს ისრაელის პორტებში შესვლის უფლებას არ ვაძლევთ.

საკონტეინერო გემებს, რომლებსაც ისრაელისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა მიაქვთ, ჩვენს პორტებში შესვლის უფლებას არ ვაძლევთ, ხოლო თვითმფრინავებს ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლის უფლებას”, - განაცხადა ფიდანმა.

ცნობისთვის, თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა