ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე - ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია და პირდაპირი დარტყმაა მოქალაქეებზე

საქართველოს მთავრობამ შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა, ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობამ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია - და პირდაპირი დარტყმაა მოქალაქეებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ უფლებების დაცვისთვის, საზოგადოებების მხარდაჭერისთვისა და ხალხისთვის ხმის მიცემისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები