ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება, საჭიროა რეალური ნაბიჯები - აშშ-სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით

აბსოლუტურად ნათელია, რომ მოსკოვმა ლიდერთა დონის შეხვედრის მოსამზადებლად გამოყოფილი დრო ახალი მასიური თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ზაპოროჟიეში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შემდეგ ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ღამით თავდაცვის ძალები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები სხვა ოლქებშიც მუშაობდნენ. უამრავი ხანძარი გაჩნდა და ყველაზე მეტად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 540-მდე დრონი, 8 ბალისტიკური რაკეტა და 37 სხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

„დიპლომატიისთვის შესაძლებლობის ფანჯრის ხელახლა გახსნის ერთადერთ გზას მკაცრი ზომების მიღება წარმოადგენს ყველას წინააღმდეგ, ვინც რუსეთის არმიას აფინანსებს, ასევე, ეფექტური სანქციების დაწესება თავად მოსკოვზე, კერძოდ საბანკო და ენერგეტიკული სანქციების სახით. ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება. საჭიროა რეალური ნაბიჯები. ჩვენ აშშ-სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო