„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი - ქალაქ ღაზადან მოსახლეობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეუძლებელი იქნება

ქალაქ ღაზადან მოსახლეობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრის დეფიციტის გამო ქალაქ ღაზადან მოსახლეობის სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.

„შეუძლებელია, რომ ქალაქ ღაზადან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია ისე მოხდეს, რომ ეს დღევანდელ პირობებში უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა მირიანა სპოლიარიჩმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმები დაამტკიცა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს