ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში

პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის შეკავება მხოლოდ ძლიერი საშუალებით არის შესაძლებელი.

„გამოცდილებიდან ვიცით, რომ მისი შეკავება მხოლოდ შეკავების ძლიერი საშუალებით არის შესაძლებელი და ამიტომ, ევროკავშირში და კერძოდ, წინა ხაზზე ჩვენი თავდაცვის პოზიციის გაძლიერებასთან დაკავშირებით კოორდინირებული, ზუსტი და სწრაფი უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, მომდევნო კვირების განმავლობაში მოვამზადებთ გზამკვლევს, თუ როგორ ჩავდოთ დამატებითი თავდაცვის თანხები ევროპაში ჩვენს თავდაცვის პოზიციაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინაში თავდაცვის პირველი ხაზი ძლიერი უკრაინული არმიაა.

„მე ხშირად ვადარებ მას ფოლადის ზღარბს, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის მოუნელებელია. თავდაცვის მეორე ხაზი მრავალეროვნული ჯგუფია, „მსურველთა კოალიცია“, ამერიკელების მხარდაჭერით, ხოლო მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის ხაზი ჩვენივე თავდაცვითი პოზიციაა და არ დაგვავიწყდეს უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე მუშაობა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს