გია ვოლსკი - ევროკომისიის მოთხოვნების უკან შორსმიმავალი გეგმა დევს, ეს არის პროქსი ომში საქართველოს ჩართვა - მათ მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უნდათ, რასაც რევოლუცია სჭირდება, რევოლუციას კი ესაჭიროება ხალხის გაღიზიანება

[ევროკავშირში] ყველა ქვეყანა არ არის ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ერი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ არ გამოდიან და ხაბეიშვილების რევოლუციურ იდეას მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უნდათ, რასაც რევოლუცია სჭირდება, რადგან არჩევნების გზით ვერ იმარჯვებენ.

“როცა ევროკავშირი სანქციებს იღებს, საკმაოდ რთული რეგლამენტია დასაცავი, სრული კონსენსუსია საჭირო. არა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ გამოდიან. შეჩერების მექანიზმიც არსებობს, რაც კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილების აღსრულებას ითვალისწინებს. ყველა ქვეყანა არ არის ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ერი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ არ გამოდიან და ხაბეიშვილების რევოლუციურ იდეას მხარს არ უჭერენ. დამოკიდებულებაა - არ გამოდიხართ, რევოლუციას არ აწყობთ, იმით დაისჯებით, რომ თავისუფალი მიმოსვლა არ გექნებათო. მოთხოვნებზე პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნების უკან უფრო სერიოზული და შორსმიმავალი გეგმა დევს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის პროქსი ომში საქართველოს ჩართვის უზრუნველყოფა. მათ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უნდათ, რასაც რევოლუცია სჭირდება, რადგან არჩევნების გზით ვერ იმარჯვებენ. რევოლუციას ხალხის გაღიზიანება სჭირდება. ეს პათოსი იმ ადამიანებს ამოძრავებთ, ვინც საქართველოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა