თინა ბოკუჩავა - კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაცია ივანიშვილის უნდობლობასა და რეჟიმის კრიზისზე მიუთითებს

კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაცია ივანიშვილის უნდობლობასა და რეჟიმის კრიზისზე მიუთითებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს, რადგან „რეჟიმი ახლა ყველაზე სუსტია“.

ირაკლი კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაცია სინამდვილეში, ყველას მიმართ ივანიშვილის უნდობლობაზე მიანიშნებს. ღრმა კრიზისშია შესული ივანიშვილი, როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად, ის აღარავის ენდობა, რაც რეჟიმის ჩამოშლის წინაპირობაა. ამაზე მიანიშნებს კრიზისი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებაში არის, იქნება ეს მართლმსაჯულების, აღმასრულებელი შტო, სუს-ი, სადაც ხელმძღვანელის გამოცვლა მოუწიათ თუ ნებისმიერი სხვა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები მაქსიმალურად ვკონსოლიდირდეთ და ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც რეჟიმი ყველაზე დასუსტებულია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის