გია ვოლსკი - ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის მხრიდან სრული სიყალბე მოვისმინეთ - სამიტის წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყანა უნდა იყო, როგორიც სომხეთი, აზერბაიჯანი და კიდევ 12 სახელმწიფოა

ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო განცხადება, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, ოპონენტების განცხადებები ჩინეთში გამართულ შანხაის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების არყოფნასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, სამიტს ესწრებიან წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყნები, როგორებიც მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან. ვოლსკის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი ქვეყნის მტრები პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემასაც იყენებენ.

„ჯერ ერთი, [შანხაის თანამშრომლობის] ორგანიზაციის წევრი უნდა იყო. ან წევრი უნდა იყო, ან დამკვირვებელი უნდა იყო, ან დიალოგში მყოფი ქვეყანა, როგორიც, ვთქვათ, სომხეთი და აზერბაიჯანია. მათ გარდა კიდევ 12 სახელმწიფოა ასეთი. საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის, თუმცა არ გვიკვირს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ჩინეთში, ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია