ბორის პისტორიუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე - ამ დროისთვის ამის საჯაროდ განხილვა, ვფიქრობ, სრულიად არასწორია

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით განცხადებების წინასწარ გაკეთება არასწორია.

„მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომამდე ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა უსაფრთხოების გარანტიები, ფუნდამენტურად არასწორია. გარდა იმისა, რომ ევროკავშირს არ აქვს უფლებამოსილება ან კომპეტენცია ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით, თავს შევიკავებდი ასეთი მოსაზრებების დადასტურებისგან ან კომენტარისგან“, - განაცხადა პისტორიუსმა.

„დისკუსიები მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროისთვის ამის საჯაროდ განხილვა, ვფიქრობ, სრულიად არასწორია“, - დასძინა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ამ კომენტარით პისტორიუსი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა „საგზაო რუკაზე“, რომელიც უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განლაგების გეგმებსაც მოიცავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს